რეჟიმი აინიცირებს კანონს, რომელიც მდინარაძის მტკიცებით, "მედიის ობიექტურობასა და ეთიკის სტანდარტებს" დაადგენს

05.02.25 18:02
რეჟიმი აინიცირებს კანონს, რომელიც მდინარაძის მტკიცებით, "მედიის ობიექტურობასა და ეთიკის სტანდარტებს" დაადგენს

რეჟიმი აინიცირებს კანონს, რომელიც მამუკა მდინარაძის მტკიცებით, "მედიის ობიექტურობასა და ეთიკის სტანდარტებს" დაადგენს.

მისივე თქმით, კანონით აიკრძალება მედიასაშუალების უცხოური წყაროებიდან დაფინანსება.

დავიწყებთ მუშაობას ხვალიდანვე და დააინიციირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, ასევე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები, შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს", - თქვა მდინარაძემ.