პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს ესაუბრა

05.02.25 18:40
პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს ესაუბრა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ბრუნო ფუქსთან ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკა და საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება განიხილა. 

სატელეფონო საუბარი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტთან ბრუნო ფუქსთან.

მმართველი რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით შექმნილი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც შეკრებისა და გამოხატვის უფლებების უხეში შეზღუდვა.

საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება, ორთვიანი უწყვეტი პროტესტი და ხალხის ურყევი ნება იბრძოლოს ევროინტეგრაციისა და თავისუფლებისთვის," - წერია განცხადებაში.