როთი: "საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ავტორიტარულ რეჟიმად იქცევა - მეტი რეპრესია, მეტი რუსეთი, ნაკლები ევროპა"

05.02.25 18:45
როთი: "საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ავტორიტარულ რეჟიმად იქცევა - მეტი რეპრესია, მეტი რუსეთი, ნაკლები ევროპა"

"საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ავტორიტარულ რეჟიმად იქცევა" - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს.

მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოში მეტი რუსეთი, მეტი შიში, მეტი რეპრესიები და ნაკლები ევროპაა.

საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ავტორიტარულ რეჟიმად იქცევა. მეტი სახელმწიფო ძალადობა. მეტი რეპრესია. მეტი შიში. მეტი რუსეთი. ნაკლები ევროპა. ნაკლები თავისუფლება. ნაკლები დემოკრატია. ნაკლები კანონის უზენაესობა. და ჩვენ? როდის გავიღვიძებთ ჩვენ?” - წერს როთი.