ევროკავშირს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ - გოტბერგი
შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გოტბერგი ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოუწოდებს.
გუსტავ გოტბერგი აღნიშნავს, რომ მოშიმშილე მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ემხრობა.
მზია ამაღლობელის, რომელიც 23 იანვრიდან შიმშილობს, და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ხელს ვაწერ. ჯო უილსონთან, რასა იუკნევიჩიენესთან, ტომ ტაგენდატთან და სხვებთან ერთად ევროკავშირსა და მოკავშირეებს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ“, - წერს გოტბერგი.
შეგახსენებთ, გუშინ ევროპელმა პოლიტიკოსებმა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
მსგავსი სიახლეები
"ის, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და ხუბულური აწამეს, ეს გვქონდა ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც" - იუსტიციის მინისტრის მოადგილე
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საია-ს მიერ სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეების მოგებას ეხმაურება
სააკაშვილი: მე და თიკა [ბოკუჩავა] ახლო მეგობრებად ვრჩებით - ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ
"არასდროს მავიწყდება რომ თიკა ბოკუჩავამ და ზაზა ბიბილაშვილმა, თავისი ხმებით პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს ნაციონალური მოძრაობა ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან".