დაკავებების ახალი სერიისთვის ნიადაგი მომზადებულია - "ოცნებამ" 3 კოალიციის 49 წევრს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

05.02.25 20:27
დაკავებების ახალი სერიისთვის ნიადაგი მომზადებულია - "ოცნებამ" 3 კოალიციის 49 წევრს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

დაკავებების ახალი სერიისთვის ნიადაგი მომზადებულია - "ქართული ოცნება" ერთსულოვნად დაეთანხმა ოპოზიციის მოთხოვნას და 3 კოალიციის 49 წევრს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ანუ, თუ ოლიგარქი გადაწყვეტს კიდევ უფრო მეტი პოლიტიკოსი გაანეიტრალოს ციხით, სადეპუტატო იმუნიტეტი მათ ვეღარ დაიცავს. ოლიგარქის ერთპარტიული პარლამენტი მანდატების გაუქმებისთვის როგორც ჩანს ხელსაყრელ დროს ელოდებოდა. 

ეს პარლამენტი პოლიტიკურმა პარტიებმა ჯერ კიდევ ოქტომბერში ცნეს არალეგიტიმურად და პაპუაშვილს ოფიციალურად უთხრეს, რომ გაყალბებული არჩევნებით მიღებულ მანდატებს არ გამოიყენებდნენ. დრო "ოცნებას" აქამდეც ჰქონდა, თუმცა გადაწყვეტილება ახლა მიიღო.

დანაკლისი რამდენიმე საათში შეივსო. სრულიად მოულოდნელად, "ოცნებას" სამი დეპუტატი გამოეყო და საპარლამენტო ოპოზიციაში გადავიდა. ივანიშვილის პარტიას საკანონმდებლო ორგანოში ვარლამ ლიპარტელიანი, ფრიდონ ინჯიას შვილი, ილია ინჯია და ნიკა ელისაშვილი დაუპირისპირდებიან. თუმცა ეს დაპირისპირება რომ ილუზიაა, თავადაც არ დამალეს. თქვეს, რომ "ოცნების" ოპოზიციაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" საბრძოლველად გადადიან. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.