პრეზიდენტის საგანგებო შეხვედრა ევროკავშირის ელჩებთან და მორიგი გზავნილი ევროგაერთიანების ქვეყნების დედაქალაქებს
მეხუთე პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული ყველა ელჩი თავისთან მას შემდეგ მიიწვია, რაც დღეს ერთპარტიული პარლამენტი ოფიციალურად გაფორმდა. ზურაბიშვილმა ელჩებს უთხრა, რომ დღეიდან პოლიტიკური ცხოვრება ოფიციალურად დასრულდა და ასე იქნება იქამდე, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.
დიპლომატებმა დღეს პრეზიდენტთან ერთად 4 მთავარ პოლიტიკურ გაერთიანებას მოუსმინეს. საერთაშორისო სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, აი რა არის ის მექანიზმი, რომელსაც უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტია ითხოვს.
დღეს მეხუთე პრეზიდენტმა თვითაღიარებული რეჟიმი და მისი პრემიერი კრიტიკის ქარცეცხლის გაატარა. ამბობს, რომ ილუზია იმის წარმოჩენა, თითქოს, ამ რეჟიმს ვინმე ესაუბრება. ზურაბიშვილს მხედველობაში აქვს კობახიძის ვიზიტი ყაზახეთსა და ისეთ ქვეყნებში, რომელიც დასავლური სამყაროს ნაწილი არ არის და მათი ლეგიტიმაცია არავის სჭირდება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.