რეპრესიული კანონების მთელი კასკადი ოლიგარქისგან - რეჟიმი ხალხის პროტესტის გასაჩუმებლად ყველაფერზე მიდის

05.02.25 20:45
რეპრესიული კანონების მთელი კასკადი ოლიგარქისგან - რეჟიმი ხალხის პროტესტის გასაჩუმებლად ყველაფერზე მიდის

რეპრესიული კანონების მთელი კასკადი ოლიგარქისგან - რეჟიმი ხალხის პროტესტის გასაჩუმებლად ყველაფერზე მიდის. საპროტესტო აქციების აკრძალვის უფლება მერიასაც ექნება. ქალაქის მერებს შეუძლიათ ჩამოწერონ კონკრეტული ადგილები, სადაც აქციის ჩატარება აიკრძალება და თუ მაინც ჩაატარებენ, ხალხს ან დააჯარიმებენ, ან ციხეში გაუშვებენ. 

მაგალითად, კახა კალაძეს მიეცემა უფლება, აქციის გამართვა აკრძალოს გმირთა მოედანზე,   ვარაზის ხევის მიმდებარედ, ან კოჯრის გზაზე. იქ, სადაც ოლიგარქის შუშის სასახლეა. კალაძე იტყვის, რომ ეს სატრანსპორტო კვანძია და იქ პროტესტი კანონდარღვევაა. თუ აქამდე მოქალაქეები ვალდებულები იყვნენ აქციის შესახებ მუნიციპალიტეტები საქმის კურსში ჩაეყენებინათ, ახლა მერიას შეეძლება რეპრესიული კანონით საერთოდ აკრძალოს ხალხის შეკრება.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.