დავშავდი, როდესაც დიმიტრი ბიძინაშვილი დაკავებული მიყავდათ - ლანა გალდავა

06.02.25 00:22
დავშავდი, როდესაც დიმიტრი ბიძინაშვილი დაკავებული მიყავდათ - ლანა გალდავა

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" დიმიტრი ბიძინაშვილის დაკავების დროს თავადაც დაშავდა. 

მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები განსაკუთრებული აგრესიით ქალების მიმართ გამოირჩეოდნენ. 

მე ვიყავი თბილის მოლთან. როგორც იურისტი გეუბნებით, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანად კანონის ფარგლებში მიდიოდა ჩვენი პროტესტი. მოხდა ის, რომ მოვიდა უფრო დიდი რაოდენობის ხალხი ვიდრე ველოდით, შესაბამისად უფრო მეტი საფუძველი შექმნა, რომ ბუნებრივი თვითდინებით გადაკეტილიყო ქუჩის სავალი ნაწილი. იქვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მარშით გვევლო. პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი დეზორგანიზება ვნახე საპატრულო პოლიციას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და ცალკე ჯგუფს შორის. თუ საპატრულო პოლიცია გვეუბნებოდა იარეთ, გაძლევთ ამის უფლებას, შემდგომ ვიღაცისგან იღებდნენ აკრძალვას და შეაჩერეთო. შეგვაჩერეს ფაქტობრივად პატიმრობაში გვამყოფეს.

მეც დავშავდი, მაშინ როდესაც დიმიტრი ბიძინაშვილი დაკავებული მიჰყავდათ.
განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ნიღბიანი ხალხი. მე მაქვს უნარები გავარჩიო ვინ არის პოლიციელი და ვინა რის საპოლიციო ძალებში შეყრილი ხალხი. ის ადამიანები, რომლები სკანდირებდნენ ამ უხამს ფრაზებს განსაკუთრებით ქალების მიმართ, პირდაპირ პოლიტიკური დავალებით ესენი იყვნენ ახალი შეყვანილები, რომლებსაც ჩააცვეს ფორმა და ფორმის ჩაცმაც არ იცოდნენ. ეს ადამიანები შიგნით დაასვეს პოლიციას. მათი ქმედებები სცილდება ყველანაირ ზღვარს, ისინი არიან კრიმინალები, რომელიც ჩაიდენენ უმძიმეს ქმედებებს. მათ ჰქონდათ პირდაპირი დავლება, რომ ქალების მიმართ ყოფილიყვნენ განსაკუთრებულად სასტიკები. ეს ხალხია დასასჯელი ხალხი'', - ამბობს ლანა გალდავა.

ცნობისთვის, 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 2 თებერვალს აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 ადამიანი დააკავეს.