"ოცნების" მიერ დაანონსებული ტერორი ყველას კარზე დააკაკუნებს - ფალავანდიშვილი

06.02.25 00:28
"ოცნების" მიერ დაანონსებული ტერორი ყველას კარზე დააკაკუნებს - ფალავანდიშვილი

"ოცნების" მიერ დაანონსებული ტერორი ყველას კარზე დააკაკუნებს - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფალავანდიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ოლიგარქ ივანიშვილს საქართველოში არსებული ყველა რესურსი მიტაცებული აქვს. 

ჩვენი თავის გადასარჩენად არის ბრძოლა, რადგან ამ ხალხს დაანონსებული აქვს ჩვეულებრივი ტერორი, რომელიც დააკაკუნებს ყველას კარზე... მორალური სიცხადე არის ერთადერთი გზა დიქტატურასთან ბრძოლაში და არა ეშმაკური, ცბიერი გამოთვლები. როდესაც შენ გიპირისპირდება ყველაზე დიდი კაპიტალი, რაც საქართველოში არსებობს რუსული შავი ფული და მთლიანი რესურსი, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს მიტაცებული ივანიშვილს. ამაზე მეტი რესურსი, არცერთ მმართველს არ ჰქონია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ", ამბობს ირაკლი ფალავანდიშვილი.