გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა საპატიმრო დატოვეს

06.02.25 10:00
გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა საპატიმრო დატოვეს

გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმარუსთავის საპატიმრო დატოვეს. სასამართლომ Tbilisi Mall-თან სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით  გირაო შეუფარდა.

უფრო კონკრეტულად, გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა.

"ამას არ ველოდი, გეგმებიც კი მქონდა დალაგებული, რა უნდა მეკეთებინა ციხეში" - თქვა დიმიტრი ბიძინაშვილმა ჟურნალისტებთან.