"პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება" - მაკკლირი

06.02.25 10:35
"პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება" - მაკკლირი

"პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში წერს და მზია ამაღლობელის ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს

"საქართველოში სიტუაცია უარესდება. პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ივანიშვილის მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ პროდემოკრატიულ საპროტესტო აქციებსა და ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი", - წერს ჯეიმს მაკკლირი.