მედია: საქართველოში 100-მდე ტაილანდელი ქალი ე.წ. "კვერცხუჯრედების ფერმაში" ყავით დატყვევებული
საქართველო დიდ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - ტაილანდური მედია წერს, რომ საქართველოში 100-მდე ტაილანდელი ქალი ე.წ. კვერცხუჯრედების ფერმაში ყავით დატყვევებული.
გამოცემა The Nation-ის ცნობით, სამი ტაილანდელი ქალი ჩინური კრიმინალური სინდიკატის მიერ ორგანიზებული “კვერცხუჯრედების ფერმიდან” დაიხსნეს.
შემზარავი სქემა ტაილანდურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Pavena Foundation for Children and Women გამოავლინა.
დაუჯერებელი ისტორია , ერთ-ერთმა გადარჩენილმა ქალმა სწორედ ტაილანდურ არასამთავრობო ორგანიზაციას უამბო. უკანონო ტყვეობიდან შინ დაბრუნებული ქალი ამტკიცებს, რომ საქართველოში არსებულ არალეგალურ ქსელს ჩინური კრიმინალური სინდიკატი მართავს.
მისი ნაამბობის მიხედვით, ლეგალური სუროგაციის დაპირებით ქვეყანაში ჩამოყვანილ ქალებს ყოველდღიურად სამედიცინო მანიპულაციებით აწამებენ.
შეგვპირდნენ, რომ იქნებოდა ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ჰგავს ხელშეკრულებას. წაგვიყვანეს ჯერ დუბაიში, აეროპორტში, შემდეგ კი სომხეთის გავლით ჩავედით საქართველოში. ჩვენთან ერთად წამოვიდა კიდევ 11 ტაილანდელი, წაგვიყვანეს სასტუმროში, ჯერ 3 სახლი იყო გამოყენებული განთავსებისთვის, შემდეგ იყო 4 სახლი. პირველში დაახლოებით 60 ტაილანდელი ადამიანი იყო. ექთანი ტიროდა და სახლში წასვლა უნდოდა. დავრჩი რამდენიმე თვე, მაგრამ არ დავორსულდი, მეუბნებოდნენ, რომ ჩემი სხეული მზად არ არის. თითქოს დროის ყიდვა იყო ეს. თუ შემოსავალი არ გვქონდა, კვერცხუჯრედები უნდა გამოგვეყენებინა ფულის მისაღებად, საკვებისთვის და სხვა ხარჯებისთვის თუ თანხა გვჭირდებოდა. ყოველ ჯერზე მივყავდით საავადმყოფოში,გვაძინებდნენ და ასე იღებდნენ ჩვენს კვერცხუჯრედებს. თუ გავიქცეოდით, თუ პოლიციაში დავრეკავდით , დაგვაკავებდნენ. ამით გვაშინებდნენ"- აცხადებს ტრეფიკინგის ერთ-ერთი მსხვერპლი.
თუ გაქცევას შეეცდებოდით, ან პოლიციას შევატყობინებდით დაგვაკავებდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ აქ ყველაფერი ლეგალურად კეთდბოდა. თუ ვინმე გაქცევას დააპირებდა, გვემუქრებოდნენ, რომ დაგვიჭერდნენ და თითს მოგვაჭრიდნენ. ისინი ჩვენს დაშინებას ცდილობდნენ, რომ არ გავქცეულიყავით. რაც შეეხება შემოსავალს. დაგვპირდნენ, რომ ყველა ჯერზე 1000 დოლარს მოგვცემდნენ, რაც 30 ათასი ბატიაა. მაგრამ ფული არავის მიუღია"- იხსენებს გადარჩენილი ტაილანდელი ქალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სკანდალურ საქმეზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.