15 კგ. აქვს დაკლებული - სინდისის კიდევ ერთი პატიმარი, ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე 21-ე დღეა, შიმშილობს

06.02.25 12:02
15 კგ. აქვს დაკლებული -   სინდისის კიდევ ერთი პატიმარი, ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე 21-ე დღეა, შიმშილობს

სინდისის კიდევ ერთი პატიმარი, ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე 21-ე დღეა, შიმშილობს. მას სააპელაციო სასამართლოში პროცესი ხვალ აქვს, თუმცა ადვოკატის თქმით, ქათამაძე სხდომას ვერ დაესწრება, რადგან გადაადგილება უჭირს.  უფლებადამცველი აღნიშნავს იმასაც, რომ მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის  შესახებ მას დოკუმენტებს ამ დრომდე არ აწვდიან. 

დღეს 21-ე დღეა, რაც თემურ ქათამაძე შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესახებ, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ინფორმაცია დღემდე არ გვაქვს, ჩვენ მივმართეთ როგორც შსს, ასევე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს. ამ დღეების განმავლობაში მას უკვე დაკლებული აქვს 15 კილოგრამი, რომელიც შესამჩნევიც არის. უკვე უჭირს გადაადგილება, რამაც გამოიწვია ის, რომ ხვალ ვეღარ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებად, როგორც თავად განაცხადა. იმ პროცესზე, რომლისთვისაც ამ დღეების განმავლობაში ძალიან ემზადებოდა და მნიშვნელოვანი იყო მისთვის"- თქვა ადოკატმა.

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.