კალაძეს ჰგონია, რომ ხალხი ქუჩაში, ტვ პირველის ეთერით აქციების აქტიური გაშუქების გამო გამოდის

06.02.25 13:39
კალაძეს ჰგონია, რომ ხალხი ქუჩაში, ტვ პირველის ეთერით აქციების აქტიური გაშუქების გამო გამოდის

 

 

კახი კალაძეს ჰგონია, რომ ხალხი ქუჩაში, ტვ პირველის ეთერით აქციების აქტიური გაშუქების გამო გამოდის. უწყვეტი პროტესტიდან სამი თვის თავზეც, ივანიშვილის პარტიის მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ "ოცნება" კანონებით, რომელიც უკვე შეფასდა, როგორც რეპრესიული, მოქალაქეებს უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატავად. 

ამასთან, კახა კალაძემ დღეს სამიზნეში კრიტიკული მედია ამოიღო და ტელევიზიები, რომლებიც მმართველი პარტიის კონტროლქვეშ არ არის, დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა - "თქვენი ტელევიზიის ჩართულობით უამრავი ადამიანი დაღუპეთ".

ვისაც აქვს პროტესტი, შეუძლია გამოხატოს. არანაირი პრობლემა არ არსებობს. რა თქმა უნდა, პროტესტი თავისუფალია. იმ ძალადობრივი ქმედებებით, რასაც თქვენ აკეთებდით თქვენი ტელევიზიის ჩართულობით, იმ ადამიანებით, ვისაც ახალისებდით, უამრავი ადამიანი დაღუპეთ, უამრავ ადამიანს აურიეთ ცხოვრება.

ვიღაცას შეუძლია გამოხატოს მისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ყველას ერთნაირი დამოკიდებულება ვერ გვექნება. თქვენ შეიძლება გქონდეთ სხვა შეხედულება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელთანაც მე შეიძლება განსხვავებული მაქვს. ეს ნორმალურია და უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ ძალადობრივი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია", - ამბობს კახა კალაძე. 

რეჟიმს პროტესტის ჩასახშობად კანონში ახალი რეპრესიული ცვლილებები შეაქვს - ცვლილებების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტს თავად ექნება საკუთარ ქალაქში საკანძო ადგილების სია, სადაც პროტესტი იქნება აკრძალული. შესაბამისად ადამიანები, ვინც ამ ადგილებში გამოხატავენ პროტეტს ან დაჯარიმდებიან ან მათ დააკავებენ.