ევროკომისარი: საქართველოში ბოლო მოვლენები საგანგაშოა - "ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო ძირს უთხრის მოქალაქეთა უფლებებს

06.02.25 13:04
  ევროკომისარი: საქართველოში ბოლო მოვლენები საგანგაშოა - "ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო ძირს უთხრის მოქალაქეთა უფლებებს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საგანგაშოა. „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ძირს კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს, საქართველოს მოქალაქეების ნების პატივისცემის შესაბამისად“, - წერს მარტა კოსი.