კობახიძე აშშ-ის საელჩოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს
ივანიშვილის რეჟიმის პრემიერ-მინისტრს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე იერიში მიაქვს - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ USAID და NED ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს.
საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID, ისევე როგორც NED-ი და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ცვლილებებზე როდესაც არის საუბარი, ეს ცვლილებები თანაბრად უნდა შეეხოს, როგორც USAID-ს, NED-ს, ისე საელჩოს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, შეიცვლება სწორედ აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის", - თქვა ოლიგარქის პრემიერმა.