პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვის საფუძველზე, დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდმა მზია ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა
პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდმა (Desmond and Leah Tutu Legacy Foundation) მზია ამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბშვილი წერს.
მისივე ცნობით, მშვიდობის, სამართლის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური აქტივიზმის ხელშეწყობაზე მომუშავე ფონდმა დღეს განცხადება გაავრცელა და ურყევი სოლიდარობა გამოხატა მზია ამაზღლობელისა და ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც განიცდიან ცენზურას, დევნას და ძალადობას.