რეჟიმის რეპრესიული კანონები
ორ დღეში მიღებული რეპრესიული კანონების მთელი კასკადი. საქართველოს მოქალაქეების უწყვეტი პროტესტით შეშინებულმა რეჟიმმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა და უმოკლეს ვადაში ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღა დააკანონა. ადმინისტრაციული პატიმრობა 15-დან 60-ც დღემდე იზრდება. ასეთი რამ რუსეთსა და ბელარუსშიც კი არ ხდება, სადაც 30 დღეზე მეტი დრო პატიმრობისთვის არ არსებობს. ოლიგარქის რეჟიმი ახალი კიდევ ერთი დრაკონული კანონით მერებს აძლევს უფლებას, მშვიდობიანი აქციის ჩატარება აკრძალონ.
ეს რაც უკვე დაკანონდა, მაგრამ ყველაფერი ჯერ წინ არის. რეჟიმმა ცენზურის კანონი დაანონსა. თუ ამ ტემპით წავიდნენ, კანონპროექტსაც, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებაა, მალე დაამტკიცებენ. ეს არის შეზღუდვები, რომელიც კრიტიკულ მედიას პრაქტიკულად არსებობის საშუალებას აღარ აძლევს. ანუ რეჟიმს თავისუფალი ჟურანლისტების გაჩუმების მიზანი სისრულეში უნდა რომ მოიყვანოს. კახა კალაძემ დღეს პირდაპირ თქვა, რომ თუ არ იქნება მაგალითად ტვ პირველი, არ იქნება არც პროტესტი, რადგან ადამიანები ამბავს ვერ გაიგებენ.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.