განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია ივანიშვილის ტირანული რეჟიმი პასუხისგებაში ერთობლივად მივცეთ - უილსონი
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ბაიბა ბრაჟეს, მარგუს ცაჰკნასა და კიასტუსის ბუდრის შეხვდა.
დახურულ კარს მიღმა აუდიენციაზე მხარეებმა იმსჯელეს, თუ რა გზით არის შესაძლებელი ივანიშვილის ტირანული რეჟიმის პასუხისგებაში მიცემა.
მადლობელი ვარ, რომ შევხვდი ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა განგვეხილა, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად პასუხისგებაში მივცეთ ივანიშვილის ტირანული რეჟიმი. ბალტიისპირეთის ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელია. მიხარია მათი დამოუკიდებლობა!", - წერს ჯო უილსონი.