დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ - საქართველოში დანიის ელჩი
დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ , - ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი აქციებზე დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ოჯახებთან და ახლობლებთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, დღევანდელმა შეხვედრამ დაკავებულების ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კიდევ ერთხელ დაანახა მათ, პოლიციის სისასტიკე.
დღევანდელმა შეხვედრამ დაკავებულების ოჯახებისგან და მეგობრებისგან მტკივნეული პერსონალური ისტორიები დაგვანახა საპოლიციო სისასტიკეზე, არასაჭირო წინა სასამართლომდე დაკავებებზე და უსამართლო ან გადაჭარბებულ ბრალდებებზე. დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ”, - წერს სორენსენი.