დღეს რეჟიმი გაცილებით სუსტია, ვიდრე 3 თვის წინ იყო, ამ კაცის ძალაუფლება გამოიფიტება და დაემხობა - გიგი უგულავა

06.02.25 22:04
დღეს რეჟიმი გაცილებით სუსტია, ვიდრე 3 თვის წინ იყო, ამ კაცის ძალაუფლება გამოიფიტება და დაემხობა - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ივანიშვილის ძალაუფლება აუცილებლად გამოიფიტება და დაემხობა, რადგან დღეს რეჟიმი გაცილებით სუსტია, ვიდრე 3 თვის წინ იყო.

უგულავას თქმით, “ყინული, რომელზედაც ეს რეჟიმი შედგა, რაღაც ადგილას აუცილებლად ჩატყდება.

“რეჟიმი ახლა გაცილებით უფრო სასტიკი და ველურია, მაგრამ სუსტია“, - თქვა უგულავამ გადაცემა “რეაქციაში“.

ამ კაცის ძალაუფლება გამოიფიტება და დაემხობა. როგორ მოხდება ეს, რაზე აფეთქდება, ამას ქრისტე ღმერთი ვერ გეტყვით. მისი გასაგონი ენით რომ ვთქვათ, რევოლუცია მწიფდება, როდესაც ქვედა მასებს არარა შეუძლიათ ძვეელბურად ცხოვრება, ზედა მმართველ ძალას აღარ შეუძლია ძველებურად მართვა. მოსამართლეს  და პროკურორს ვკითხე: როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს და რა მიზანს ემსახურება? ამისი მიზანი არ არსებობს, ეს არის ძალადობის ესკალაცია, ზამბარასავით გაწელავ-გაწელავ და ის მომენტი, როცა ხელი გაგეშვება, მოდის და შენ გხვდება ცხვირში. ამ მდგომარეობაშია დღეს ეს რეჟიმი. კანონებს იღებენ, რომ გვაშინებენ. არ უნდა შეგვეშინდეს. 

დღეს მითხრეს, რომ პროტესტის გამო, ადამიანი კომისარიატმა დაიბარა და უნდათ ჯარში გაუშვან. არ მინდა ვინმეს მოვუწოდო, მაგრამ იდეის სახით ვამბობ, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, წავალ მე ჯარში და იქ ვილაპარაკებ სიმართლეს. 

მე სხვადასხვა პიოლიციურ დაწესებულებებში ხომ აღმოვჩნდი, ყველას ვესაუბრებოდი, მისგან ვისმენდი, ვეკამათებოდი. 

დღეს რეჟიმი გაცილებით სუსტია, ვიდრე 3 თვის წინ იყო. ახლა გაცილებით უფრო სასტიკი და ველურია, მაგრამ სუსტია. ესაა ის ყინული, რომელზედაც ეს რეჟიმი შედგა, რომელიც რაღაც ადგილას ჩაუტყდება“, - განაცხადა უგულავამ.