დარწმუნებული ვარ, ეს იყო ივანიშვილის პირდაპირი ბრძანება - ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე

06.02.25 22:25
დარწმუნებული ვარ, ეს იყო ივანიშვილის პირდაპირი ბრძანება - ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე

დარწმუნებული ვარ, ეს იყო პასუხი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე და ივანიშვილის პირდაპირი ბრძანება -ასე შეაფასა პარლამენტის გადაწყვეტილება მანდატების შეწყვეტის თაობაზე კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“.

ჯაფარიძის თქმით, მათმა კოალიციამ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, დიდი ხანია მიიღო და ამაზე განცხადებაც ჰქონდათ დაწერილი.

“მივწერეთ,  თვითმარქვია პარლამენტის, ე.წ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჩვენ ამ პარლამენტში არ შევიდოდით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჩვენ გადაწყვეტილება დიდი ხანია მივიღეთ, რომ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში არ შევიდოდით, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად მივიღეთ. დავწერეთ განცხადება, სადაც მივწერეთ,  თვითმარქვია პარლამენტის, ე.წ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჩვენ ამ პარლამენტში არ შევიდოდით. ჩვენ გევსმოდა, რომ ეს უნდა დაკმაყოფილებულიყო და გუშინ რომ შეგვიწყვიტეს მანდატები, ეს სიახლე არ ყოფილა.

ეს გუშინ იმიტომ გააკეთეს, რომ ივანიშვილის პირდაპირი მითითებაა, შეწყვეტილიყო მანდატები, რაც იყო პასუხი იმაზე, რაც სტრასბურგმა გააკეთა, როდესაც “ოცნების“ დელეგაციას არ დაუმტკიცა უფლებამოსილება. დარწმუნებული ვარ, ეს იყო პასუხი იმაზე და ივანიშვილის პირდაპირი ბრძანება, - განაცხადა ჯაფარიძემ.

“ქართული ოცნების” პარლამენტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.  

მანდატების გაუქმების განცხადებით, “ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტს სამმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ თავად მიმართა:“კოალიცია ცვლილებებისთვის”, „ძლიერი საქართველო“ და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“.