იმისთვის, რომ ივანიშვილი სამუდამოდ დავასამაროთ, უნდა ვიყოთ ერთიანები- გიორგი ვაშაძე
იმისთვის, რომ ივანიშვილი სამუდამოდ დავასამაროთ, უნდა ვიყოთ ერთიანები, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ერთიანობა არის ძალა, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს, რომ ოპოზიცია უფრო ძლიერია, ვიდრე ფულზე, დეზინფორმაციაზე და 500 მოროდიორზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა.
პოლიტიკური პარტიები, ინდივიდები, სალომე ზურაბიშვილი უნდა დავჯდეთ ერთად და ვიმუშავოთ, ისე არაფერი გამოვა. სასწრაფოდ, ზურაბიშვილმა უნდა თქვას, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ვიხმობ, ერთიან პლატფორმას ვაკეთებთ. ტოტალური ერთიანობის შეეშინდება იქეთა მხარეს. ერთიანობა არის ძალა, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს, რომ ჩვენ უფრო ძლიერები და მეტნი ვართ, ვიდრე მხოლოდ დეზინფორმაციაზე, ფულზე, და 500 მოროდიორზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა. დღესვე უნდა ჩამოყალიბდეს ეს ერთიანობა და უნდა ითქვა, რომ არჩევნებამდეც ერთად ვართ და მერეც ერთად მივდივართ“, - განაცხადა ვაშაძემ.