რეჟიმი ბორტს მიღმაა - პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება

07.02.25 12:54
რეჟიმი ბორტს მიღმაა - პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება

"პირველების" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას.

წინასწარი ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩასვლას ელოდებიან.  არის მოლოდინი, რომ მიუნხენში შემდეგ შაბათ-კვირას მსოფლიოს დიდი პოლიტიკური კრიზისის და რუსეთ-უკრაინის ომის ბედი უნდა გადაწყდეს.   

მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს. 

საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.