დასავლეთში "ოცნების" ხელმძღვანელობიდან არავინ უნდა ჩამოვიდეს, ისინი მოსკოვში უნდა წავიდნენ - აუსტრევიჩიუსი

07.02.25 13:57
დასავლეთში "ოცნების" ხელმძღვანელობიდან არავინ უნდა ჩამოვიდეს, ისინი მოსკოვში უნდა წავიდნენ - აუსტრევიჩიუსი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა "ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები უნდა გაამკაცროს. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა.

ევრდეპუტატის თქმით,  დასავლეთის ქვეყნებში "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის გარემოცვიდან არავინ უნდა ჩავიდეს, სანაცვლოდ ისინი მოსკოვში უნდა წავიდნენ.

რაც გაკეთდა, არ არის საკმარისი. დიპლომატიური პასპორტების შეჩერება კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა შევამციროთ ბევრი თანამშრომლობის პროექტი და პოლიტიკის ხაზი, მათ შორისაა იზოლაცია. იზოლაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ხალხისთვის და ამას ქვეყანა იგრძნობს, მაგრამ ავტორიტარული დიქტატურის რეჟიმებს რომ ებრძოლო, რაღაც უნდა გააკეთო. როგორც ამას ვაკეთებთ ბელარუსისა და რუსეთის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ქვეყნების კატეგორიაშია. ჩვენ არ გვინდოდა ამის დანახვა, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის არჩევანია. ჰკითხეთ მათ, რატომ აკეთებენ ამას. ვფიქრობ, ამ მხრივ უფრო იზოლაციონისტები უნდა ვიყოთ.

მთავრობას [ვგულისხმობ იზოლაციაზე საუბრისას], რა თქმა უნდა. მე არ ვსაუბრობ უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, დასავლეთის ქვეყნებში "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის გარემოცვიდან არავინ უნდა ჩამოვიდეს, არავითარ შემთხვევაში - სანაცვლოდ ისინი მოსკოვში უნდა წავიდნენ; მინსკში უნდა წავიდნენ. მათი პარტნიორები იქ არიან და არა ბრიუსელში ან ვილნიუსში,- განაცხადა აუსტრევიჩუსმა.