ყველგან პრეზიდენტი, არსად "ოცნება" - მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მხოლოდ ზურაბიშვილი მიიწვეს
ზუსტად ერთ კვირაში მსოფლიო ლიდერები მიუჰენში უსაფრთხოების კონფრენციაზე შეიკრიბებიან. საქართველოს აქ პრეზიდენტი ზურაბიშვილი წარმოადგენს. ისტორიაში პირველად მთავრობიდან არცერთი წარმომადგენელი არ დაპატიჟეს, სალომე ზურაბიშივილის მიწვევა კი აღიარებაა, რომ ამ დრომდე საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად დასავლეთი მეხუთე პრეზიდენტს ცნობს.
"პირველების" მოპოვებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი არა მხოლოდ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, არამედ მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის პანელურ დისკუსიაში.
ვინ ჩადის მიუნჰენში? მონაწილეთა სია ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა ელოდებიან, რომ მთავარი სტუმარი პრეზიდენტი ტრამპი იქნება. უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩადიან ევროკავშირს ლიდერებიც. ეს იქნება საუკეთესო საშუალება სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ლიდერებს უთხრას, როგორ აწამებს ივანიშვილის რეჟიმი პროტესტის მონაწილეებს და როგორ გადაავსო ციხეები სინდისი პატიმრებით.
მიუნჰენის კონფერენციამდე იქნება ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია, თუმცა ამჯერად ევროდეპუტატები მხოლოდ დოკუმენტს არ დასჯერდებიამ. "პირველების" ინფორმაციით, ევროპარლამენტში უკვე მზადდება წერილი ევროკომისარ კალასის სახელზე, მოთხოვნით, დროულად გაითვალისწინონ ევროპარლამენტის წინა რეზილუციები და დაიწყოს ივანიშვილის რეჟიმის სანქცირება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.