არალეგიტიმური პარლამენტი ქმედუუნარობის ზღვარზე - ოპოზიცია პასუხისმგებლობას გახარიას გუნდს აკისრებს
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ყოფილ პრემიერს პარლამენტში მანდატების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი არჩევნების მოსაპოვებლად ოპოზიციის ერთიანი მოქმედება გადამწყვეტია. მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" 3 პოლიტიკური გაერთიანების 49 დეპუტატს უფლებამოსილება მათივე განცხადების საფუძველზე შეუჩერა, ახლა ჯერი ყოფილ პრემიერზეა, რომლის გუნდის 12 წევრი "ოცნების" პარლამენტის წევრის სტატუსს ინარჩუნებს.
ხაზარაძე ამბობს, რომ თუ გახარიას პარტიის 12 წევრი პარლამენტს არაღიარებასთან ერთად ოფიციალურადაც დატოვებს, პარლამენტი ქმედუუნარო გახდება, "ოცნების" იზოლაცია კი კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო.
გახარიას მიმართ ანალოგიური მოთხოვნა იყო მაშინაც, როცა დანარჩენი ოპოზიცია მანდატების გაუქმების განცხადებებს წერდა და ახლაც, როცა ეს განცხადებები "ოცნებამ" დააკმაყოფილა. "ძლიერ საქართველოსთან" ერთად "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ცვლილებისთვის" კოალიციაში ფიქრობენ, რომ პარლამენტში მანდატების შენარჩუნება კითხვებს აჩენს. აქვთ ეჭვი, ხომ არ იტოვებს ყოფილი პრემიერი "ქართულ ოცნებასთან" რაიმეზე მოლაპარაკების სავაჭრო სივრცეს.
ვრცლად ნახთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.