"რუსული კანონის გაუმჯობესებაზე საუბარი ჩვეულებრივი ფანდი იყო" - აქუბარდია

08.02.25 11:21
"რუსული კანონის გაუმჯობესებაზე საუბარი ჩვეულებრივი ფანდი იყო" - აქუბარდია

"რუსული კანონის გაუმჯობესებაზე საუბარი ჩვეულებრივი ფანდი იყო" - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარის თქმა მაგალითი უნდა იყოს იმისა, რომ "ივანიშვილის რეჟიმთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან ყველანაირი შეთანხმებიდან გასულები არიან". 

რუსული კანონის გაუმჯობესებაზე საუბარი ჩვეულებრივი ფანდი იყო. ეს იმ ისტორიაშიც გამოჩნდა, რომელიც ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან გაითამაშა. დიდი კრიტიკა იყო ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე პოლიტპატიმრებთან მიმართებით და იმ ძალადობასთან მიმართებით, რომელსაც ამ ხნის მანძილზე ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა. შესაბამისად, ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ მათთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, რადგან ყველანაირი შეთანხმებიდან გასულები არიან", - ამბობს თეონა აქუბარდია. 

ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალური მდივანს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი. ირკვევა, რომ სამუშაო ჯგუფი რუსულ კანონთან დაკავშირებით უნდა შექმნილიყო და ამაზე ორმხრივი შეთანხებაც არსებობდა.