რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებთან ამწვავებს დაპირისპირებას, საერთაშორისო პარტნიორებისგან ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს - დეკანოიძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართულ ოცნებას" საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს.
მისივე განმარტებით, სისხლიანი მოვლენების გამო, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებისგან იმ ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს, რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.
რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებთან კიდევ უფრო ამწვავებს დაპირისპირებას, საერთაშორისო პარტნიორებისგან იმ ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს, რომელიც ახლა ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. დაჭერები, დაკავებები, ჯარიმები - ეს არის პასუხი იმ აქტიურობაზე, რაც მოქალაქეებმა აჩვენეს", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალური მდივანს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი. ირკვევა, რომ სამუშაო ჯგუფი რუსულ კანონთან დაკავშირებით უნდა შექმნილიყო და ამაზე ორმხრივი შეთანხებაც არსებობდა.