"ოცნების" მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინებაა - დენბერი მზია ამაღლობელის საქმეზე

08.02.25 11:26
"ოცნების" მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინებაა - დენბერი მზია ამაღლობელის საქმეზე

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, რეიჩელ დენბერიმ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ამერიკის ხმას" ინტერვიუ მისცა.

რეიჩელ დენბერი ამბობს, რომ არსებობს უამრავი ვიდეოჩანაწერები, რომელიც სპეცრაზმის მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას ადასტურებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დასჯილი არცერთი სამართალდამცავი არ არის. 

რეიჩელ დენბერი მზია ამაღლობელის საქმესაც ეხმაურება და მიაჩნია, რომ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის გისოსებს მიღმა გამოკეტვა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება.

ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს ის, რომ ერთის მხრივ პოლიციის მიერ, უამრავი ნაცემი ადამიანი გყავს და ამის ვიდეო ჩანაწერები თუ მოწმეები არსებობს, როდესაც სპეცრაზმი ხალხს ძვლების დამტვრევამდე სცემს და ამ ყველაფრის გამოძიება არ ხდება; არანაირი ნაბიჯი არ იდგმება, დაგმობა არ ხდება, არაფერი ისეთი, რომ ოფიციალური პირები მიხვდნენ, რომ ეს პრობლემაა.

მეორეს მხრივ კი არსებობს მზია ამაღლობელის საქმე, როდესაც აშკარად იყო შეხლა-შემოხლა, იყო უამრავი ხალხი და როდესაც ის დაკავების ადგილს ტოვებდა, დამაბნეველი სიტუაცია იყო და რაღაც მოხდა. და უეცრად, ყველა სამართალდამცავი უწყების ძალისხმევა იმ ერთი ადამიანის დასასჯელადაა მობილიზებული, რომელიც ჟურნალისტია და ცნობილია თავისი კრიტიკულობით. ამაზე ხარჯავთ საგამოძიებო ძალებს? მართლა? ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს." - განაცხადა რეიჩელ დენბერიმ.