კობახიძე ფიქრობს, რომ ტრამპმა FARA-ს აღსრულების წესები იმის გამო შეცვალა, რომ "ოცნებამ" ამავე წესების საქართველოში გადმოტანა დააანონსა
ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომლითაც FARA-ს აღრულება იზღუდება, მედიასთან საუბრის დროს ეხმაურება.
ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ტრამპმა ფარას კანონის აღსრულების წესები იმის გამო შეცვალა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამავე წესების საქართველოში გადმოტანა დააანონსა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა განცხადებები FARA-ს შერბილების თაობაზე. აქ მეორე, რაც ემატება ამ ყველაფერს, ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ, ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს იმიტომ, რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, საქართველო გაეკრიტიკებინათ იგივე კანონის მიღებისთვის. ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში FARA-ს კანონის შერბილებას. აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი. ამას მომავალი გვიჩვენებს." - ამბობს ირაკლი კობახიძე.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, ახლადდანიშნული გენერალური პროკურორის, პემ ბონდის ბრძანებით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" იგივე FARA-ს აღსრულება იზღუდება.
ბრძანება ზღუდავს FARA-ს დარღვევისთვის სისხლის სამართლის დევნას და განსაზღვრავს, რომ ასეთი საქმეები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც სავარაუდო ქმედებები ტრადიციული ჯაშუშობის მსგავსია და უკავშირდება უცხო ქვეყნის მთავრობებს.