"დაიბრუნე საქართველო" - "თავისუფლების მოედანმა" მანიფესტი წარადგინა

08.02.25 13:29
"დაიბრუნე საქართველო" - "თავისუფლების მოედანმა" მანიფესტი წარადგინა

ამ წუთებში "თავისუფლების მოედნის" წევრები მათ სტრატეგიასა და ხედვას წარადგენენ სამოქალაქო საზოგადოებასთან, თუ როგორ დამარცხდეს ქვეყანაში ავტორიტარიზმი და გაიმარჯვოს დემოკრატიამ.

"დაიბრუნე საქართველო" - ასე ქვია მანიფესტს, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნობენ. "თავისუფალი მოედნის" წევრები დიდ და პატარა ქალაქებში ჩასვლას აანონსებენ, რათა მათი მანიფესტი ფართო საზოგადოებას გააცნონ.

ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ ერთობლივი ბრძოლითა და რეჟიმისთვის წერტილოვანი დარტყმებით შესაძლებელი არის ქვეყნის ტყვეობიდან გამოხსნა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ დაუმორჩილებლობა "ქართულ ოცნებას" იძულებულს გახდის დათმობებზე წამოვიდეს.

ჩვენ ვისაუბრებთ იმ ნაბიჯებზე, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და ყველამ ვისაც უნდა დემოკრატია საქართველოში უნდა გადადგას. ამ ბრძოლას აქვს თავისი ეტაპები და ნაბიჯები, რომელიც უნდა გავიაროთ აუცილებლად. ამის მერე დავიწყებთ კონსულტაციას ყველა პოლიტიკურ, სამოქალაქო ჯგუფთან, პროტესტი მონაწილე ადამიანებში, იმისათვის რომ მათ ყველას ავუხსნათ ჩვენი ხედვა, ერთად ვიმუშაოთ, გვქონდეს უკეთესი კოორდინაცია.

ჩვენ რა ეტაპზეც ვიმყოფებით ახლა, შეიძლება დავარქვათ პროტესტისა და დარწმუნების ეტაპი, მაგრამ ასევე მომავალში გასავლელი გვაქვს სხვა ეტაპები. ეს არის, არა თანამშრომლობის ბოიკოტის ეტაპი, ავტორიტარული ხელისუფლება იძულებული გახდება წამოვიდეს დათმობებზე. მნიშვნელოვანი ეტაპი არის დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და შენარჩუნების ეტაპი, " - ამბობს ლევან ცუცქირიძე.