"ოცნება" აცხადებს, რომ ევროპა არ აინტერესებს და EU-ში ყოფნა არ უნდა - კალანდაძე

08.02.25 13:53
"ოცნება" აცხადებს, რომ ევროპა არ აინტერესებს და EU-ში ყოფნა არ უნდა - კალანდაძე

"ოცნება" აცხადებს, რომ ევროპა არ აინტერესებს და EU-ში ყოფნა არ უნდა - ამის შესახებ ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი, ნინო კალანდაძე ირაკლი კობახიძის მიერ ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარის თქმის საპასუხოდ აცხადებს. 

ნინო კალანდაძე მიიჩენს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი გეგმა, საქართველოში დიქტატურის დამყარება აქვს, რომლის მოყვანაც სისრულეში სრული სიცხადით ცდილობს. 

ისინი ამით აცხადებენ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ევროპა, ჩვენ არ გვინდა ევროპაში. ეს არ არის ის სივრცე, სადაც ჩვენ ოლიგარქიულ სისტემას გავმართავთ იმიტომ, რომ დემოკრატია ეწინააღმდეგება ჩვენი მმართველობის სტილს. მეორე, ეუბნებიან იმ პირებს, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ჩვენ არ ვართ ის პირები, ვისთანაც მოლაპარაკება უნდა აწარმოოთ, იმიტომ რომ ჩვენ თქვენს პირობებს არ შევასრულებთ. თქვენი წინადადებები, შეხედულებები უინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა.

ეს გეგმა არის საქართველოში დიქტატურის კონსოლიდაცია. იმთავითვე ცხადი უნდა იყოს დღეის მონაცემებით, ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ ივანიშვილის რეჟიმი არანაირი პირობის შესრულებას არ აპირებს", - ამბობს ნინო კალანდაძე.

ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალური მდივანს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი. ირკვევა, რომ სამუშაო ჯგუფი რუსულ კანონთან დაკავშირებით უნდა შექმნილიყო და ამაზე ორმხრივი შეთანხებაც არსებობდა.