"ოცნება" რწმუნდება, რომ პროპაგანდა, რომელზეც იდგა, ხუხულასავით ჩამოეშალა - გალდავა
"ოცნება" რწმუნდება, რომ პროპაგანდა, რომელზეც იდგა, ხუხულასავით ჩამოეშალა - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ძალაუფლება დაუყოვნებლივ დაკარგოს, რადგან გალდავას განმარტებით, "ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელსაც არარსებულ გლობალური ომის პარტიას ებრძვის.
"ქართული ოცნება" ყოველდღიურად რწმუნდება, რომ პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელზეც ისინი იდგნენ, ჩამოეშალა ხუხულასავით. ამიტომაც ახლა მიმართავენ ისეთ ჟანრს, რომლის კომენტირებაც არის უხერხული. ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს ისინი ებრძვიან არარსებულ გლობალური ომის პარტიას. უბრალოდ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ქართველი ხალხი და ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ ეს ხელისუფლება შესაცვლელია", - ამბობს ლანა გალდავა.