ირანი თავისუფალი იქნება და მისი ყველა მარიონეტი დაეცემა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი - უილსონი
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე ბიძინა ივანიშვილს ჰუთების, ქასიმ ალ-არაჯის და კაის საიდთან ერთად მოიხსნიებს. უილსონის თქმით, ირანი აუცილებლად თავისუფალი იქნება და მისი ყველა მარიონეტი დაეცემა.
ირანის რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა და დაჟინებით ამტკიცებს, რომ ეს მაინც მოხდება. ირანი თავისუფალი იქნება და მისი ყველა მარიონეტი დაეცემა, მათ შორის ჰუთები, ქასიმ ალ-არაჯი, კაის საიდი და ბიძინა ივანიშვილი, - წერს უილსონი.