"ოცნება" ადამიანების დემონიზებას ცდილობს და ავტოკრატიას აშენებს - HRW-ის კრიტიკული შეფასება

09.02.25 13:12
"ოცნება" ადამიანების დემონიზებას ცდილობს და ავტოკრატიას აშენებს - HRW-ის კრიტიკული შეფასება

ადამიანის უფლებების კრიზისი და ავტორატიისთვის საჭირო ნაბიჯები - ასე აფასებს ჰუმან რაითს ვოჩი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითრებას. გავლენიანი ამერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაცია "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის შემოქმედი ოლიგარქის გუნდია. 60 დღემდე გაზრდილი ადმინისტრაციული პატიმრობა და ე.წ პრევენციული დაპატიმრება შემაშფოთებელია და საქართველოს რუსეთის და ბელარუსის სიბტყეზე აყენებს. 

ყველა საქმეს ინდივიდუალურად განვიხილავთ და ვცდილობთ, იმდენი საქმე განვიხილოთ, რამდენიც ფიზიკურად შესაძლებელია, რადგან ახლა ასეთი უამრავი საქმეა. მაგრამ, როდესაც ხელისუფლება ვინმეს აპატიმრებს ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ საქმეს აღძრავს თუ ადმინისტრაციულ ბრალდებას თვითნებურად, პოლიტიკური მიზნების გამო წაუყენებს, მაშინ, დიახ, ჩვენ მივიჩნევთ მათ ადამიანებად, ვინც პოლიტიკური მიზნით იდევნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა გარემოება და საქმე ინდივიდუალურად უნდა შევისწავლოთ. ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გავამახვილოთ ყურადღება.
 

რაც შეეხება ქვეყნებს შორის შედარებას, რუსეთი და ბელარუსი მძიმე ავტორიტარულ მიმართულებას უკვე წლებია მიჰყვებიან.  HRW ცდილობს, ქვეყნები არ შეადაროს ერთმანეთს და ქვეყანა მხოლოდ თავისსავე მონაცემებისა და მოვალეობების მიხედვით, ადამიანის უფლებების იმ ვალდებულებების მიხედვით შევაფასოთ, რომელიც მათ საკუთარი ნებით დააწესეს. თუმცა, ამის მიუხედავად, რიცხვები ბევრზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, საქართველო რუსეთს ან ბელარუსს არ შევადაროთ და ეს არც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჩენ ვსაუბრობთ რიცხვებზე და რიცხვები საკმადო ობიექტური რამაა. 
 

მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ საქართველოში, რომელსაც საბჭოთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი მემკვიდრეობით ერგო, ადმინისტრაციული დარღვევის დრო - 90 დღე შეამცირეს. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან დაკავებულის უფლებები იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული დარღვევისთვისაა ადამიანი დაკავებული, მკაცრად შეზღუდულია. ვფიქრობ, ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ ამ დღეების გაზრდას 60 დღემდე ცდილობს. ეს უფრო დიდი სურათის ნაწილია, სადაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ კრიზისი გამოიწვიოს. ხელისუფლება ცდილობს, ჩაახშოს ყველა განსხვავებული ხმა. ვფიქრობ, ისინი იმ გზას ადგანან, როდესაც ცდილობენ, პრევენციულად შეზღუდონ და ჩაახშონ ნებისმიერი განსხვავებული აზრი და შეზღუდონ საზოგადოებრივი ქმედება. როგორც ჩანს, ისინი მუედმივად ქმნიან წინააღმდეგობას, მუდმივად ახდენენ სიტუაციის ესკალაციას , რომ შემდეგ ყველა ოპოზიციური ხმა ჩაახშონ, - ამბობს რეიჩელ დენბერი.
 

გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი  პოლიციის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების ცემის და მათზე თავდასხმის ფაქტებზეც საუბრობს. მისი თქმით, HRW-მა ფაქტების დოკუმენტირება ჯერ კიდევ 2024 წელს, რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნების დროს დაიწყო. 

ირკვევა რომ უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები აღრიცხა და რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურასაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ჩვენი აღრიცხული გვაქვს დემონსტრანტების, აქტივისტების, სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები. ამის დოკუმენტირება 2024 წლის ადრე გაზაფხულე დავიწყეთ, როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტებზე უმოწყალო თავდასხმები განხორციელდა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი აქციაზე იდგნენ, არამედ მაშინაც, როდესაც ისინი თავიანთ სახლთან იდგნენ ან უბრალოდ, ქუჩაში მიდიოდნენ, როდესაც მათ შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანტა გარკვეული ჯგუფი. ამ თავდასხმების ხასიათიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ თავდასხმა კოორდინირებული იყო და ასევე ადვილი მისახვედრი გახლდათ, რომ ისინი საკუთარი ნებით არ მოქმედებდნენ და დავალებას სხვებისგან იღებდნენ. ასე რომ, ყველა ასეთი შემთხვევა აღრიცხული გვაქვს. საქართველოს პროკურატურასაც მივმართეთ, ვკითხეთ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდნენ გამოძიებისთვის და არადამაკმაყოფილებელზე უარესი პასუხი მივიღეთ. გარდა ამისა, აღრიცხული გვაქვს აქციებე მომხდარი სპეცრაზმის სრულიად უმოწყალო თავდასხმები ხალხზე, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში იდგნენ. არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი, რაც ამ ტიპის ძალადობას გაამართლებს. ასევე ვერაფერი გაამართლებს იმას, რომ როდესაც პოლიცია ხალხს გამოათრევდა და პოლიციის კორდონის უკან მიათრევდა, სადაც მათ უმოწყალოდ სცემდა, მაშინაც კი, როდესაც ისინი უკვე ძირს ეცემოდნენ. ამის ერთადერთი მიზანი არის დასჯა, შურისძიება და სხვებისთვის დასაშინებელი გზავნილის გაგზავნა. ასე რომ, სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა, ძალაში ახლადშესული კანონები და ფიზიკური ძალადობა. ეს ყველაფერი ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია. ესაა ნაბიჯები ადმაიანის უფლებების მხრივ კრიზისის გამწვავებისკენ, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს, - ამბობს დენბერი.