საქართველოს პოლიციური სისტემა ლპება - თამაზ დათუნაშვილი
საქართველოს პოლიციური სისტემის ლპობა - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი შაბათის ეთერის მიერ დადგენილ ფაქტს, რომ 2 თებერვალს ხარებასთან ერთად ადამიანებს სასტიკად არბევდა კრიმპოლის უფროსი ნიკოლოზ სამარღანაშვილიც. ოპოზიციის წევრის თქმით, სამარღანიშვილი პირადად ივანიშვილის ინტერესებს ემსაუხურება.
არაფხიზელი ასრულებდა საქართველოს პოლიციელის მოვალეობას და ამით შეურაცხყოფდა თავის მუნდირს. ამაში ბევრჯერ არის მხილებული. ის, რომ სამარღანიშვილისნაირი არსებების მოხიკვა უწევთ უკვე პოლიციის სანაგვეზეც კი, ეს ნიშნავს, რა მძიმედ არის ვითარება სტრუქტურის შიგნით და როგორ ხდება სტრუქტურაში მიზანმიმართულად საქართველოს პოლიციური სისტემის ლპობა, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანების თანამდებობებზე მობრუნება ხდებოდა შევარდნაძის დროს. ეს ბატონი ემსახურება პირადად ივანიშვილის ინტერესებს, ის ასრულებს რეჟიმის სრებრის ფუნქციას, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ხალხის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევის დღეს, 2 თებერვალს, თბილისი მოლთან, გდდ-ს შეფი "ხარება", შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ნიკოლოზ სამარღანიშვილთან ერთად მოქმედებდა.
სამარღანიშვილი, რომელსაც გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ, მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩაწერა, ამბობს, რომ მოქალაქეების ცემა და სახის ძვლების მტვრევა, "სპორტია".
რა ვიცით უშაულოდ ნიკოლოზ სამარღანიშვილიზე:
- ძმა - აფხაზეთის პოლიციის უფროსია, შვილი - გიორგი სამარღანიშვილი კი ერთი კვირის წინ სამოქალქო აქტივისტის, ილია ღლონდის სახლში შევარდნის სპეცოპრაციას ხელმძღვანელობდა.
- მათი გარემოცვის წევრი და შვილის ახლო მეგობარი გოგი ბაგიანი, რომელიც თბილისის მე-5 განყოფილების უფროსია, კი ჟურნალისტებისთვის აქციებზე არის მიჩენილი. ის 4 თებერვალს, პარლამენტთან, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილ მედიასთან და ქალებთან დასაპირისპირებლად გაუშვეს. თუმცა ბაგიანი მარტო მათ არ დაპირისპირებიათ, "შაბათის ეთერთან" მასზე, მძიმე ისტორიებს ყვებიან დაკავებული არასრულწლოვნებიც.
სამარღანიშვილის სახელი ბევრ სკანდალს უკავშირდება, მათ შორის კორტების საქმეშიც, სადაც იური ვაზაგაშვილი "ტყუპ ძმას" შვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა.
სამარღანიშვილი ასევე ფიგურირებდა 2021 წლის ივლისში ნიკა მელიასთან მომხდარ დაპირისპირებაში, მაშინ მელია ამბობდა, რომ სამარღანიშვილი ნარკოზემოქმედების ქვეშ იყო და მისგან ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებას მოითხოვდა.