სამარღანიშვილისნაირი ადამიანები სისტემას ჯალათებად სჭირდება - პეტრე ცისკარიშვილი

09.02.25 13:41
სამარღანიშვილისნაირი ადამიანები სისტემას ჯალათებად სჭირდება - პეტრე ცისკარიშვილი

ნიკოლოზ სამარღანიშვილისნაირი ადამიანები სისტემას ჯალათებად სჭირდება, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი საუბრობს. პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ასეთ სუბიექტებს იყენებს ივანიშვილი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ .

მკაფოდ იკვეთება, რომ ასეთი კომპრომატირებელი, უღირსი ადამიანები სისტემას სჭირდება ჯალათებად იმისთვის, რომ შავი საქმეები გააკეთებინოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომლისთვისაც ცემა-ტყეპა, ქალების, ახალგაზრდების დაჩაგვრა უბრალოდ სპორტია, სწორედ ასეთ არსებებს, ასეთ სუბიექტებს იყენებს ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგს - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ხალხის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევის დღეს, 2 თებერვალს, თბილისი მოლთან, გდდ-ს შეფი "ხარება", შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ნიკოლოზ სამარღანიშვილთან ერთად მოქმედებდა.

სამარღანიშვილი, რომელსაც გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ, მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩაწერა, ამბობს, რომ მოქალაქეების ცემა და სახის ძვლების მტვრევა, "სპორტია".

რა ვიცით უშაულოდ ნიკოლოზ სამარღანიშვილიზე:

  • ძმა - აფხაზეთის პოლიციის უფროსია, შვილი - გიორგი სამარღანიშვილი კი ერთი კვირის წინ სამოქალქო აქტივისტის, ილია ღლონდის სახლში შევარდნის სპეცოპრაციას ხელმძღვანელობდა.
  • მათი გარემოცვის წევრი და შვილის ახლო მეგობარი გოგი ბაგიანი, რომელიც თბილისის მე-5 განყოფილების უფროსია,  კი ჟურნალისტებისთვის აქციებზე არის მიჩენილი.  ის 4 თებერვალს, პარლამენტთან, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილ მედიასთან და ქალებთან დასაპირისპირებლად გაუშვეს. თუმცა ბაგიანი მარტო მათ არ დაპირისპირებიათ, "შაბათის ეთერთან" მასზე, მძიმე ისტორიებს ყვებიან დაკავებული არასრულწლოვნებიც.

სამარღანიშვილის სახელი ბევრ სკანდალს უკავშირდება, მათ შორის კორტების საქმეშიც, სადაც იური ვაზაგაშვილი "ტყუპ ძმას" შვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა.

სამარღანიშვილი ასევე ფიგურირებდა 2021 წლის ივლისში ნიკა მელიასთან მომხდარ დაპირისპირებაში, მაშინ მელია ამბობდა, რომ სამარღანიშვილი ნარკოზემოქმედების ქვეშ იყო და მისგან ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებას მოითხოვდა.