აქტივისტების ძვლებში დამტვრევა და შურისძიება კრიტიკულ ჟურნალისტებზე - HRW-ის მწვავე შეფასება

09.02.25 20:55
აქტივისტების ძვლებში დამტვრევა და შურისძიება კრიტიკულ ჟურნალისტებზე - HRW-ის მწვავე შეფასება

“ქართული ოცნება” ადამიანის უფლებების კუთხით კრიზის ქმნის, ავტოკრატიას აშენებს და კრიტიკულ ჟურნალისტებზე შურისძიებით არის დაკავებული. ამ შეფასების ავტორი რეიჩელ დენბერია. HRW-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საქართველოში დარბეულ აქციებს, დემონსტრანტების ცემის და წამების ფაქტებს საგანგაშოდ აფასებს. ამას ემატება მზია ამაღლობელის პატიმრობაც. დენბერის თქმით, რეჟიმი პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ქალ ჟურნალისტს შვიდ წლიანი პატიმრობით ემუქრება, როცა არცერთი მოძალადე პოლიციელი და სპეცრაზმელბი არ დაუკავებია.

რეიჩელ დენბერი ამბობს, რომ HRW-მა ძალოვანების მხრიდან ძალადობის ფაქტების დოკუმენტირება ჯერ კიდევ 2024 წელს, რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნების დროს დაიწყო. ირკვევა, რომ უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები აღრიცხა და რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურასაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

გავლენიანი ამერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაცია "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის შემოქმედი ოლიგარქის გუნდია. 60 დღემდე გაზრდილი ადმინისტრაციული პატიმრობა და ე.წ პრევენციული დაპატიმრება შემაშფოთებელია და საქართველოს რუსეთის და ბელარუსის სიბრტყეზე აყენებს. 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.