მასწავლებლები, ჟურნალისტები და მომღერლები განსასჯელის სკამზე - რა ხდება სასამართლო პროცესზე
ყურადღების ცენტრში ქუთაისის საქალაქო სასამართლოა, სადაც რეჟიმი გამოხატვის თავისუფლების გამო ცხრა ადამიანს ასამართლებს. საქმე ეხება ქუთაისში, მოსამართლის სახლთან გამართულ 30 წუთიან აქციას, რომელშიც მომღერლები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
მოქალაქეებმა ცხრავე პირი დარბაზში მხარდამჭერი შეძახილებით შეაცილეს. სასამართლოს დერეფანში ისმოდა საქართველოს ჰიმნიც.
პროცესზე მოსამართლე ციცინო მოსიძემ განმარტა, რომ მოსამართლის სახლის შესასვლელის ბლოკირება ადმინისტრაციული წესით ისჯება: ძველი რედაქციით 15 დღიანი პატიმრობით, 7 თებერვალს შესული რედაქციით კი ან 5 ათას ლარიანი ჯარიმით, ან 60 დღიანი პატიმრობით.
მოსამართლემ ასევე მოწმეების გამოკითხვის შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარის მოწმეები შეეცდებიან, დაარწმუნონ მოსამართლე, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან მოსამართლის სახლის კარის ბლოკირებას ადგილი არ ჰქონია და მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია დაახლოებით 30 წუთს, მშვიდობიან გარემოში ჩატარდა.
ადვოკატმა ანა ჩაფიძემ სხდომაზე საკუთარი სიტყვა დაიწყო სიტყვებით "თავისუფლება მზია ამაღლობელს!" , რასაც დარბაზში შეძახილები და ტაში მოჰყვა. აღნიშნული ქმედების შემდეგ მოსამართლემ ადვოკატიც და იქ მყოფებიც გააფრთხილება, რომ თუ არ შეწყდებოდა მსგავსი რეპლიკები, ყველას დარბაზს დაატოვებინებდა.
როგორი იქნება მოსამართლე ციცინო მოსიძის ვერდიქტი 9 პირის მიმართ, ცნობილია ცოტა ხანში გახდება.