პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციას ხვდება

10.02.25 15:47
პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციას ხვდება

სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებს ხვდება. წინასწარი ინფორმაციით, ზურაბიშვილი და ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებზე ისმჯელებენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

როგორც პოლიტიკოსები "პირველებთან" საუბრისას აცხადებენ, მიიჩნევენ, რომ "ოცნების" არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე გარედან წნეხი და ქვეყნის შიგნით აქციებუ უნდა გაგრძელდეს. მათი თქმით, პრეზიდენტთან ისაუბრებენ პოლიტიკურ ტყვეებთან დაკავშირებითაც.

პრეზიდენტის მოწვევით ვართ აქ. ახლა დღეს კონკრეტული საკითხი არ ვიცი, ვერ გეტყვით. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა წინა კვირაში დიპლომატებთან და ვფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოვიდეს ქვეყანა, იმიტომ, რომ ის, რასაც გვთავაზოს „ქართული ოცნება“, რეპრსიების გაძლიერებას, ეს პროტესტს ვერ ჩაახშობს, ეს პირიქით, გაზრდის პროტესტს, ეს არ არის გამოსავალი კრიზისიდან, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. 

ერთობლივი მუშაობის მნიშნელობაზე ისაუბრა შეხვედრაზე შესვლამდე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. 

ალბათ განხილვის საკითხი იქნება ერთიანი ნაბიჯები იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა და საზოგადოება, მათ შორის, კოორდინაცია საერთაშორისო მიმართულებით. იქ, სადაც დიდი წარმატება დაიდო, სწორედ ერთიანი მუშაობის შედეგად. ვგულისხმობ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომ  დათქმის სახით მოეთოხვა ივანიშვილის რეჟიმს არჩევნების ჩატარება აპრილის თვემდე, - ამბობს თინა ბოკუჩავა.  

დღევანდელ შეხვედრას დაესწრება სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი ეკა ბესელიაც.  ბესელია მიიჩნვს, რომ პრეზიდენტს აქვს იმის რესურსი, რომ პროდასავლური ოპოზიცია გააერთიანოს "ოცნების" რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით იბრძოლონ. 

ეს არის სამუშაო შეხვედრა, პარტიებს ჰქონდათ სურვილი პრეზიდენტთან შეხვედრის და ორმხრივი საჭიროებაა. მთავარი არის, რომ მიმდინარე საკითხებთან დაკავშრებით შეჯერდეს ხედვა და ამ ხედვის და ქმედებების ირგვლივ იყოს კარგი კოორდინაცია. არ არის სავალდებულო, რომ ყველა ერთი ლექსიკონით საუბრობდეს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის როლს, კი, პრეზიდენტს აქვს აქ უდავოდ ყველაზე ძლიერი მაკოორდინირებელი და შემაკავშირებელი როლი, ისევე როგორც, გარეთ მისი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის მეგობრებისთვის, რომლებიც მას ესაუბრებიან, - ამბობს ბესელია.