პრეზიდენტის და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა - რაზე შეჯერდნენ

10.02.25 17:26
პრეზიდენტის და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა - რაზე შეჯერდნენ

სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები დასრულებულია. პოლიტოკოსები შეჯერდნენ, რომ ყველა პარტია ინდივიდუალურად მოამზადებს სიას, ვინ უნდა დასანქცირდეს ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო. ამ სიას სალომე ზურაბიშვილ კვირის ბოლოს მიუნჰენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე წაიღებს და მსოფლიო ლიდერებთანნ მოლაპარაკებებზე წარადგენს.

მიხარია, რომ ყველა კოალიცია ვიყავით აქ, სხვა პოლიტიკური პარტიაც და იყო პრეზიდენტი, რაც მთავარია. კარგია, რომ ასეთი ფორმატი აღდგა. მსჯელობის ფორმატი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ოღონდ სწრაფი, ნაყოფიერი მსჯელობის და არა ერთმანეთისთვის სადღეგრძოლების თქმის. ეს პირველი. მეორე -  მე ამაღამ მივფრინავ სტრასბურგშიევროპარლამენტის სესიაზე. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ჩვენი წინადადებები, ჩვენი სიაც მათ შორის, იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდეს, ვინც არიან მოძალადეები, როგორც მოსამართლეები, პროკურორები, ასევე ცრუ მოწმეები, როლებიც იტყუებიან პროცესებზე და ადამიანებს ციხეში უშვებენ, - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ. 

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, საბოლოოდ ყველა სია გაერთიანდება, შეიქმნება ერთიანი დოკუმენტი, რომელშიც ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების გარდა, რეჟიმის ყველა ხელშემწყობი შევა.   

ეს იქნება ერთიანი სია. რა თქმა უნდა, ყველა, ჩვენ ჩვენი რესურსით ვიმუშავებთ, ასევე მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით სამოქალაქო სექტორთან, რომელიც დიდი ხანია მუშაობს სასანქციო პოლიტიკაზე ჩენს საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა იქნება ერთი სია, სადაც ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების გარდა, იქნებიან რეჟიმის ე.წ.ხელშემწყობები, რომელშიც მოიაზრება მათ შორის კორუმპირებული ფინანსური ელიტა და რა თქმა უნდა, მოძალადეები, რომლებიც ძალადობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ისევე, როგორც იძლევიან ცრუ ჩვენებებს, ე.წ. ფსევდო მოსამართლეები, რომლებიც იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ანუ მთელი ეს რეპრესიული აპარატი და მისი ყველა ჭანჭიკი, - ამბობს თინა ბოკუჩავა.  

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პროდასავლურ ოპოზიციასთან შეხვედრა გამართა. განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა იყო.