დაშინებისა და შევიწროების ახალი ტალღა პროკურატურის ხელით - რას იძიებს გაბიტაშვილის უწყება
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა ჯერ არ იციან, რა გამოძიება დაიწყო პროკურატურამ. არადა, ქვეყნის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ დღეს თავად გაავრცელა განცხადება, რომ ნანა კაკაბაძის, გელა ნიკოლაიშვილის და ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც უნდა დაადგინოს საბოტაჟის მომწყობთა და უცხო ქვეყნის ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გამწევთა გვარები.
ნანა კაკაბაძის და ვატო შაქარიშვილის მიმართვა პროკურატურისთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ საქმეში ჩართეს სუს-იც. გამოძიებას მარტო გაბიტაშვილი არ ჩაატარებს. მას ლილუაშვილიც დაეხმარება. პროტესტით შეშინებული "ქართული ოცნება",ახლა ცდილობს ხალხის დაშინებისთვის და აქციების გაშავებისთვის ახალი პროცესი დაიწყოს.
სხვადასხვა დროს აქციების შეშინებული ხელისუფლება სხვადასხვა გამოძიებას იწყებდა, რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალებები, საბურავიბის საქმე, თუმცა ეს ყველაფერი სადღაც თაროზე შემოდეს და რა გამოიძიეს, ამის კვალი დღემდე არსად ჩანს. სავარაუდოდ, ასეთი გამოგონილი საქმეების კატეგორიას განეკუთვნება ახალი შემთხვევაც.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.