რატომ რჩება გახარიას გუნდი არალეგიტიმურ პარლამენტში - პარტიის 12 წევრი ოფიციალურად ამ დრომდე დეპუტატის სტატუსს ატარებს

10.02.25 20:16
რატომ რჩება გახარიას გუნდი არალეგიტიმურ პარლამენტში - პარტიის 12 წევრი ოფიციალურად ამ დრომდე დეპუტატის სტატუსს ატარებს

გახარიას გუნდში ვერ ამბობენ, რა იქნება მაისში. არადა ამ დრომდე ყოფილი პრემიერის გუნდის წევრები იმის მტკიცებაში იყვნენ, რომ რამდენიმე თვეში მანდატების ხმაურიან თემას წერტილი ისედაც დაესმებოდა. ერთი მხრივ, ამტკიცებენ, რომ არ აპირებენ მანდატების გაუქმებით მიმართონ პარლამენტს, რადგან არც მას აღიარებენ და არც მის თავმჯდომარეს.  

ამ პოზიციის გამო ყოფილი პრემიერის გუნდი კრიტიკის ობიექტია. ხალხს ახლა ის აინტერესებს, რატომ რჩება გახარიას გუნდი "ოცნების" სამსახურში? თუ ყოფილი პრემიერის პარტიის 12 წევრი პარლამენტს არაღიარებასთან ერთად ოფიციალურადაც დატოვებს, პარლამენტი ქმედუუნარო გახდება, რაც "ოცნების" იზოლაციას ცივილურ სამყაროსთან კიდევ უფრო დააჩქარებს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გახარიას გუნდის პარლამენტში მანდატების შენარჩუნება კითხვებს აჩენს. ვარაუდობენ, რომ ახლა ყოფილი პრემიერი ივანიშვილს მოლაპარაკების სივრცეს უტოვებს, რაც არასამართლიანია. ეჭვს ამყარებს ისიც, რომ გახარიას საპარლამენტო სია ჩახსნილი არ აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ მაისში როცა 12 კაცს პარლამენტს დაატოვებინებენ, პარლამენტის მანდატს ავტომატურად პრემიერი გუნდის მომდევნო 12 წევრი მიიღებს.

რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში რომ ერთიანი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, ამაზე პროდასავლური ოპოზიცია თანხმდება. ფიქრობენ, რომ 3 პოლიტიკური გაერთიანების 49 დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, ახლა ჯერი გახარიაზეა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.