ვდგამთ ნაბიჯებს რუსულ-ქართული თანამშრომლობის გასაზრდელად - რუსეთი ისევ "ოცნებას" აქებს
ოლიგარქის პარტიამ რუსეთიდან ისევ ქება დაიმსახურა. რეჟიმის პოლიტიკას ამჯერად ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აქებს. მიხაილ გალუზინი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა კრემლში მოსწონთ და ამიტომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად მზად არიან.
"ქართული ოცნების" ხელისუფლების პრაგმატული ხაზის შესაბამისად, ვდგამდით და ვდგამთ ნაბიჯებს რუსულ-ქართული თანამშრომლობის გასაზრდელად, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნების ინტერესების შესაბამისად, — განაცხადა გალუზინმა.
გალუზინს, "ოცნების" მსგავსად, არც დასავლეთის გალანძღვა და დესტაბილიზაციაშ დადანაშაულება დავიწყებია.
დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო. აშშ-მა და ევროკავშირმა გადაწყვიტეს დემონსტრაციულად დაესაჯათ ქვეყანა, რომელმაც მოულოდნელად "გაბედა" თამაში საკუთარი და არა მათი დაწესებული წესებით", — განაცხადა ლავროვის მოადგილემ.