ქვეყანაში არსებული მედიაგარემო და გამოწვევები - პრეზიდენტი ზურაბიშვილი მედიამენეჯერებს ხვდება

11.02.25 14:01
ქვეყანაში არსებული მედიაგარემო და გამოწვევები - პრეზიდენტი ზურაბიშვილი მედიამენეჯერებს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი მედიამენეჯერებს ხვდება. საუბრის მთავარი თემა მზია ამაღლობელის საქმე, ქვეყანაში არსებული მედიაგარემო და ის ძირითადი გამოწვევებია, რომელსაც რეჟიმი ოპოზიციურ მედიებს და ჟურნალისტებს უქმნის. შეხვედრაზე საუბარი შეეხება მათ შორის, ფინანსურ საკითხებსაც, რომლის პრობლემაც, თითქმის ყველა მედიას აქვს.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფება "ბათუმელების" რედაქტორი ეთერ თურაძეც.

ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ამ წუთში არის ის, რომ მზიას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. ის 31 დღეა უკვე შიმშილობს, მისი სასიცოცხლო პარამეტრები კონტროლდება ხელოვნურად, ექმების დახმარებით. დიდი მადლობა ექიმებს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს ჩვენ, მაგრამ ჩვენ ზურაბიშვილთან მარტო ჩვენს გამოწვევებზე სასაუბროდ არ ვართ მოსულები. ვიცით, რომ თქვენს ტელევიზიებს აქვთ ძალიან სერიოზული გამოწვევები და მინდა, რომ ამაზე ვისაუბრო. რომ არა მედიის ოლიდარობა, ალბათ ვერც მზია ამაღლობლის შესახებ გაიგებდა საზოგადოება ქვეყნის შგნით და ქვეყნის გარეთ, - ამბობს ეთერ თურაძე. 

ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ასევე ყურადღებას ჟურნალისტებთან მიმართებით გამოუძიებელ საქმეებზე ამახვილებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა პარტნიორებთან მეტი ინფორმაცია ჩაიტანოს. 

ქალბატონ სალომეს მივაწვდით ინფორმაციას იმ მძიმე ვითარების შესახებ, რაც მედიაშია. გამოუძიებელი საქმეები მაკა ჩიხლაძეზე, გურამ როგავაზე, ათობით დაზარალებული ოპერატორი, ჟურნალისტი. ვფიქრობ, ყველას ერთი გვაქვს სათქმელი და რაც მთავარია, პირველ რიგში, მზია ამაღლობელზე ვისაუბრებთ. ერთად უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქალბატონი მზია ამაღლობელი. ვფიქრობ, მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ქალბატონ სალომეს, რომ ჩვენს პარტნიორებთან მეტი ინფორმაცია ჩაიტანოს, - ამბობს ვატო წერეთელი.

მიუნჰენში გამგზავრებამდე მეხუთე პრეზიდენტის უკვე შევხდა ოპოზიციასაც, თუმცა შეხვედრები ისევ გაგრძელდება.