ცნობილია ევროპარლამენტის კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის, "განაახლეს" რეზოლუციის შინაარსი

11.02.25 16:16
ცნობილია ევროპარლამენტის კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის, "განაახლეს" რეზოლუციის შინაარსი

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის კიდევ ერთი მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის, RENEW-ს (განაახლეს) რეზოლუციის შინაარსი. სადრაფტო ვარიანტში პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი და თავისუფალი არჩევნებია. გარდა ამისა, პოლიტიკური ჯგუფი პოლიპატიმრების გათავისუფლებასაც ითხოვს. მათი აზრით, სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ "ოცნების" ზეწოლა და რეპრესიები ევროკავშრის ინტერესებს და საქართველოს ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.

რეზოლუციის სადრაფტო ვარიანტში ჩანაწერია სალომე ზურაბიშვილის შესახებაც. "განაახლეს" წევრები მოითხოვენ, რომ ევროკავშირმა და კონკრეტულად ევროპული საბჭოს პეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ევროსაბჭოს სხდომაზე ზურაბიშვილი მიიწვიოს, როგორც ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი.

რეზოლუციას, რომლის მიღებასაც რამდენიმე დღეში იგეგმება, პრაქტიკულად, ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების დოკუმენტია. მე-6 რეზოლუციაში, შავ სიაში შეყვანილები არიან ბიძნა ივანიშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი.