სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო საზოგადოებას ხვდება

11.02.25 17:14
სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო საზოგადოებას ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო საზოგადოებას ხვდება. ზურაბიშვილი შეხვედრის მონაწილეებისგან იმ რეპრესიების და ძალადობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებს, რომელსაც რეჟიმი მათ უპირისპირებს.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, შეხვედრაზე მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ „რაც შეიძლება ეფექტურად მივიდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს ხმა“ დასავლელ პარტნიორებთან.

„მთავარი გზავნილები იქნება მიუნხენის კონფერენციის წინ, რომ რაც შეიძლება ეფექტურად მივიტანოთ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს ხმა. სალომე ზურაბიშვილი დღეს არის ერთადერთი შუამავალი. მას ესაუბრებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებამდე მივიდეს სწორი გზავნილები. ამიტომ, ძალიან კარგია ასეთი შეხვედრის ინიციატივა“, - განაცხადა ლადო მაჭავარიანმა.