ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტი - ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 ვერსია დევს
ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე და პაპუაშვილი - ეს EPP-ის შავი სიააა. ცნობილია, რა წერია ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანების რეზოლუციის სადრაფტო დოკუმენტში. პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს, საქართველოს დემოკრატიის განადგურების გამო პასუხისმგენელი პირების დასჯას და დასანქცირებას ითხოვს. ევროდეპუტატები ევროკავშირის ლიდერებზე ზეწოლას აძლიერებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასანქცირდეს ოლიგაქრი და ყველა მისი მორჩილიი, ვინც დევნის, აშინებს და რეპრესიებს უწყობს მშიდობიან დემონსტრანტებს.
ევროპარლამენტარებმა რეზოლუციის 7 სხვადასხვა ვარიანტი მოამზადეს, რომლის შეჯერებულ ვერსიასაც კენჭს ორ დღეში უყრიან. ახალი არჩევნები ყველა პოლიტიკური ჯგუფის მთავარი მოთხოვნაა. დეპუტატები "განაახლედან" ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია, იმისთვის, რომ ქვეყანა უმძიმესი პოლტიკური კრიზისიდან გამოვიდეს. ევროდეპუატები ამ პოზიციაში ერთიანი არიან. ყველა პოლიტიკური ოჯახი ითხოვს ერთს - არჩევნებს და ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს ცნობენ.
ევროპარლამენტარები ოლიგარქის და მისი გუნდის დასანქცირების მოთხოვნით მეექვსე რეზოლუციას დაამტკიცებენ, მაგრამ რაც დრო გადის, ივანშვილის რეპრესიული პოლიტიკის გამო დეპუტატების მოთხოვნებიც იზრდება. ბრიუსელიდან ითხოვენ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რეპრესიების შეწუყვეტას მათ წინააღმდეგ ვინც საქრათველოს ევროპული მომავლის დასაცავად 76 დღეა ქუჩაში დგანან.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.