"ოცნების" რეპრესიები და მზია ამაღლობელის საქმე - რა სათქმელით ჩავა ზურაბიშვილი მიუნჰენში
რა უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილის მთავარი სათქმელი მსოფლიო ლიდერებისთვის - ვიდრე მეხუთე პრეზიდენტი მათ მიუნჰენის საერთაშორისო კონფერენციაზე მაღალი ტრიბუნიდან მიმართავს, ქვეყნის შიგნით პროტესტის ყველა მონაწილეს უსმენს. ზურაბიშვილი აპირებს, პარტნიორებს არსებული ვითარება დეტალურად აღუწეროს და "ქართული ოცნების" რეპრესიულ პოლიტიკაზე მათ რეაგირება მოსთხოვოს. ამ პოლიტიკის მკაფიო გამოხატულება დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტია.
მზია ამაღლობელის საქმე, მისი უკანონო პატიმრობა, პოლიციის ღირსებისშემლახავი მოპყრობა და შიმშილობა ხელისუფლების სახეს ყველაზე კარგად აჩვენებს. მედიამენეჯერები დღეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჟურნალისტების მიმართ სამართლებრივი დევნა ამ რეპრესიული პოლიტიკის მხოლოდ ერთი განზომილებაა.
სალომე ზურაბიშვილი, ფაქტობრივად, ერთადერთი პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტი ლეგიტიმაციას ანიჭებს. მეხუთე პრეზიდენტში განსაკუთრებულ როლს მესამე სექტორი ხედავს. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ახლა მან უნდა მოახერხოს დასავლელი პარტნიორების ყურადღების მოპოვება და აიძულოს ისინი, გაზარდონ წნეხი "ქართულ ოცნებაზე".
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.